14 სექტემბერი, 2021
რეგიონი
თბილისი
14 სექტემბერი, 2021
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თემები:თბილისი
injection

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა- ნათია ლოლაძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა- თეიმურაზ მღებრიშვილმა.



მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის, რეაგირებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მოხდეს ადგილობრივი თემების, ინსტიტუციების განმტკიცება და მოწყვლადობის შემცირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით- " სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით". პროექტის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ საპილოტე რეგიონებში დაგეგმილია მოხალისეთა ჯგუფის მომზადება და გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

covid

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ურთიერთგაცვლის მეშვეობით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით, წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს.

n