13 აგვისტო, 2021
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
13 აგვისტო, 2021
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მცხეთის სამედიცინო ცენტრთან ერთად მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა
თემები:მცხეთა-მთიანეთი
smth

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მცხეთის სამედიცინო ცენტრთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა N9) ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა.

ვაქცინის ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ფაიზერის ვაქცინით აცრა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად ერთვება მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში.