12 ოქტომბერი, 2021
რეგიონი
ქვემო ქართლი
12 ოქტომბერი, 2021
საქართველოს წითელმა ჯვარმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით რუსთავში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა
თემები:ქვემო ქართლი

12 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე.

ვაქცინაციის ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინით აცრა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა მცხეთის და მუხრანის იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება.


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩართულია მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად. ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში.