21 ოქტომბერი, 2021
რეგიონი
თბილისი
21 ოქტომბერი, 2021
საერთაშორისო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს წითელი ჯვრის სათავო ოფისს ესტუმრა
თემები:თბილისი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათავო ოფისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ჟილ კარბონიე, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, მარტინ შუეპი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ეწვივნენ. შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ უმასპინძლა.

მოწვეული სტუმრები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ძირითად საქმიანობებსა და COVID-19-ზე რეაგირების აქტივობებს გაეცნენ.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ეროვნული საზოგადოების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეფექტური თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.