25 ოქტომბერი, 2021
რეგიონი
თბილისი
25 ოქტომბერი, 2021
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა „ევროპულ სკოლაში“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
თემები:თბილისი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, 2021 წელს, მარო მაყაშვილის გამოსახულებით, საფოსტო მარკები დაიბეჭდა.


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა „ევროპულ სკოლაში“  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კამპანიის ძირითადი მიზანი და მოხალისეობის მნიშვნელობა განიხილეს.



დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოს - მარო მაყაშვილის ისტორიამ მოზარდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

”ევროპული სკოლა“  სკოლებს შორის პირველია, რომელიც კამპანიას # შენიმარკა აქტიურად შეუერთდა, მოხალისე მოსწავლეები ჩართო და  წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებისთვის შემოწირულობების შეგროვება დაიწყო.