პირველი დახმარების ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისთვის, რადგან ბუნებრივი კატასტროფების, ავტოსაგზაო შემთხვევების, საწარმოო ტრავმებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, დაზარალებულთა სიცოცხლის შენარჩუნება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ შემთხვევის პირველივე წუთებში გაწეულ სწორ და დროულ ქმედებებზეა დამოკიდებული.


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2005 წლიდან ატარებს პირველი დახმარების ტრენინგებს საკუთარი თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის და ჰყავს პირველ დახმარებაში გაწვრთნილ მოხალისეთა ქსელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ატარებს პირველი დახმარების ტრენინგებს სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური პირებისთვის.

ჩვენი პირველი დახმარების სასწავლო პროგრამა პასუხობს, როგორც ქვეყნის, ისე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტებს. ტრენინგის მიზანია, კურსის შემდეგ მონაწილეებმა შეძლონ პირველი დახმარების აღმოჩენა დაზარებულეთათვის დროულად, უსაფრთხოდ და ეფექტურად, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ან დაზარალებულის გადაყვანამდე სამედიცინო დაწესებულებაში.

ტრენინგებს ატარებენ წითელი ჯვრის კვალიფიციური ტრენერები.

ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • პირველი დახმარება და პირველი დახმარების ეტაპები
  • გულ-ფილთვის რეანიმაცია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში
  • პირველი დახმარება სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის, ჭრილობის, სისხლდენის, ტრავმების და სხეულის დაზიანებების, დამწვრობის, მოწამვლის, გულის წასვლისა და გულყრის, გულის შეტევის და ინსულტის დროს.
  • დაზარალებულის ტრანსპორტირების მეთოდები

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან და კერძო კომპანიასთან. ასევე, გვაქვს სხვადასხვა ტენდერში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან და კერძო კომპანიასთან. ასევე, გვაქვს სხვადასხვა ტენდერში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება.