ვინ ვართ?

 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) დაარსდა 1918წ. 
1923 წელი - საქართველოს წითელი ჯვარი წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას და ხდება საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ალიანსის წევრი;
1993 წელი - საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 1949 წლის ჟენევის კონვენციების რატიფიკაცია;
1995 წელი - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ განაახლა არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ;
1997 წლის 2 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“;
1997 წლის 16 ოქტომბერი - მიღებული იქნა კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“;
1997 წლის 20 ნოემბერი  - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის წევრი;
2008 წელი - სწჯს-სა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერონული ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ;
2008 წელი - სწჯს გახდა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი;
2008 წლის აგვისტო - გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #415 ბრძანებულება და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიენიჭა საგანგებო როლი, რომლის თანახმად იგი ახორციელებს  საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING