შაბათი, 22 ივლისი 2017 03:17

სწჯს-ის საკოორდინაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2017 წლის 15 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შეხვედრა კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კატასტროფებისთვის მზადყოფნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების, კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ისე ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას კატასტროფების მართვის კუთხით მიმდინარე პროცესებსა და როლების განაწილებას თუ „ვინ, სად, რას“ აკეთებს ქვეყანაში.2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის #415 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც შეიცვალა 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიენიჭა როლი, რომლის თანახმად იგი ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING