შაბათი, 22 ივლისი 2017 03:21

შეხვედრა კლიმატური ცვლილებების ადაპტაციის შესახებ.

ა. წ. 12 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევებისა და საადაპტაციო ღონისძიებების წარდგენა პარტნიორებისთვის.შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული საადაპტაციო გეგმის მომზადების პროცესი და სამომავლო გეგმები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოაგადოებისა და სხვა ორგანიზაციის მიერ განცორციელებული საქმიანობები ადაპტაციის მიმართულებით.აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კლიმატურ ცვლილებებზე მომუშავე ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისი, მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი, გაეროს გარემოსდაცვისა და ენერგეტიკის დეპარტამენტი და სხვა.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING