შაბათი, 22 ივლისი 2017 03:27

სწჯს სტუმრად ამერიკული კუთხიის "ზაფხულის სკოლაში"

2017 წლის 14 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიწვეულ იქნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებულ ზაფხულის სკოლაში, წითელი ჯვრის საქმიანობების გაცნობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.სწჯს-ის წარმომადგენელმა ისაუბრეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ისტორიისა, ფუნდამენტური პრინციპებისა, ემბლემისა და საქმიანობების შესახებ. ასევე გააკეთეს პრეზენტაცია კონკრეტულად სწჯს-ის პრიორიტეტული მიმართულებების, განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე აქტივობების. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმო პირველი დახმარების მოკლე სესიას, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება მულაჟის გამოყენებით პრაქტიკულად განეხორციელებინათ გულ-ფილტვის რეანიმაცია.სწჯს საქმიანობებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მონაწილეთა მხრიდან. შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი გახდნენ სწჯს-ის მოხალისეები და აქტიურად ჩაერთონ წითელი ჯვრის საქმიანობებში, რათა დაეხმარონ თავიანთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING