შაბათი, 22 ივლისი 2017 03:29

კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების ტრენინგი.

2017 წლის 17-18 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩატარდა კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების ტრენინგი სწჯს-ის მოხალისეებისთვის სხვადასხვა რეგიონებიდან (თბილისი, მარნეული, გორი, საგარეჯო, ახმეტა, სამტრედია და დუშეთი).ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის წითელი ჯვრის STRC ფილიალისა და სწჯს-ის თანამეგობრობის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების გუნდის ჩამოყალიბებას და მათ გადამზადებას ამ მიმართულებით.ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ვიდეო ჩვენებებს და სხვა საინტერესო სესიებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა აემაღლებინათ ცოდნა და მიეღოთ გამოცდილება კომუნიკაციისა და ფონდების კუთხით. ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათის იყო და მოიცავდა გუნდურ სავარჯიშოებს. გარდა ამისა შეიქმნა Facebook ჯგუფი კომუნიკაციის მიზნით, რომლის მეშვეობითაც მოხდება გეგმებისა და ანგარიშების გაზიარება ერთმანეთისთვის.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING