კვირა, 27 აგვისტო 2017 19:06

სამუშაო შეხვედრები თემის რეაგირების გეგმის შესახებ.

მიმდინარე წლის 24-27 ივლისს, პროექტის „უსაფრთხო ადგილობრივი თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თემის რეაგირების გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრები ჩაატარა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოთხ მიზნობრივ ფილიალში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი). აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სწჯს-ს მოხალისეების, თანამშრომლების, ბენეფიციარებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით. შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს თემის რეაგირების გეგმა, განიხილეს თუ რა შესაძლებლობები აქვს თემის მოსახლეობას და სწჯს-ს ადგილობრივ ფილიალს კატასტროფების რისკის შემცირებისა და შემდგომ მასზე რეაგირებისთვის.
აინფორმაციო მასალა აღნიშნული გეგმების შესახებ გაზიარებული იქნება თემის მოსახლეობისათვის.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING