ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017 05:26

პირველი დახმარების მსოფლიო დღე

9 სექტემებერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აღნიშნავს პირველი დახმარების მსოფლიო დღეს!
2017 წელს, პირველი დახმარების მსოფლიო დღის თემა უკავშირდება სახლის პირობებში განვითარებულ საგანგებო სიტუაციებს და სხვადასხვა დაზიანებებს.
სახლი, ყველა ადამიანის აღქმაში წარმოადგენს ყველაზე უსაფრთხო ადგილს. თუმცა, უბედურ შემთხვევათა 80% სწორედ საცხოვრებელ სახლში ხდება.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ინფორმაციის შეგროვების მიზნით ატარებს გამოკითხვას და გთავაზობთ მცირე ტესტს.
მოცემული 9 შეკითხვა მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, მაგრამ დაგეხმარებათ გააანალიზოთ შინ არსებული საფრთხეები, თავიდან აიცილოთ ტრავმები, მათ შორის სასიკვდილო ტრავმები და თქვენი სახლი გახადოთ უსაფრთხო.გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს მისამართზე: 

https://www.facebook.com/GeorgiaRedCross/

ან გადადით მითითებულ ლინკზე:

https://drive.google.com/file/d/0B93PkDkHlN2SdGc1ZUliM25lUTA/view
უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას და მიღებული შედეგი მოგვწერეთ Facebook post-ის კომენტარებში.
მოგიწოდებთ ყველას ჩაერთოთ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი გარემოს შეფასება.
გახსოვდეთ! პირველი დახმარების ცოდნა, დროულად და სწორად ჩატარებული ღონისძიებები ზრდიან დაზარალებულ(ებ)ის სიცოცხლის გადარჩენის შანსს.

შემოგვიერთდით

List with onlain bookmakersGBETTING