თითოეულ ბენეფიციართან მუშაობს ჩვენი გუნდი:
ექიმი-კოორდინატორი, ექთანი, ექთნის თანაშემწე
სოციალური მუშაკი
ოჯახის დამხმარე
ტექნიკური დამხმარე
წითელი ჯვრის გადამზადებული მოხალისეები

პერსონალის ვიზიტების სიხშირეს განვსაზღვრავთ ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე.


პრაქტიკული დახმარება გჭირდებათ, თუ ემოციური მხარდაჭერა, იქნება ეს თქვენი მაცივრის შევსება, შინაური ცხოველის გამოკვება, თუ უბრალოდ საუბარი, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, რათა მალე გამოჯანმრთელდეთ!

სამედიცინო

ჭრილობებისა და ნაწოლების დამუშავება, ინექცია, სტომისა და კათეტერის მოვლა, დაავადების შემდგომი რეაბილიტაცია, დაავადებით გამოწვეული შესაძლო გართულებების პრევენცია.

ჰიგიენა

პირადი ჰიგიენის უზრუნველყოფა, ოთახისა და პირადი ნივთების დასუფთავება, საკვების მიწოდება.

სოციალური

შუამავლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სადილის მიწოდება უფასო სასადილოდან, მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაადგილებაში დახმარება და გაცილება საავადმყოფოში, ბანკში და ა.შ.