8 მაისი - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (სწჯს) კუს ტბის ტერიტორიაზე საინფორმაციო აქცია მოაწყო. 
აქცია სახელწოდებით „ იცით თუ არა, რომ?“ მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპებისა და ემბლემის, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობების შესახებ.სწჯს-ის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა აქცია ფლეშმობით გახსნეს, რამაც გამვლელების დიდი ინტერესი გამოიწვია.