მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების ტრენერთა ტრენინგები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ტყიბულში, საჩხერესა და ჭიათურაში. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა პროგრამის “უსაფრთხო ადგილობრივი თემების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში.გაწვრთნილი მოხალისეთა ჯგუფები შესაბამის თემებში გამოიყენებენ არსებულ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს და მიიღებენ საჭირო ინფორმაციას კატასტროფების, ჯანდაცვის, მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყაროს, კლიმატური ცვლილებებისა და სხვა საკითხების შესახებ მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების ჩასატარებლად და ანგარიშის შესამუშავებლად. ტრენერთა ტრენინგის მთავარი მიზანია ზემოთ აღნიშნულ თემებში შეფასების ჩატარება, მთავარი პრობლემებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა, პრიორიტეტების იდენტიფიცირება და შემდგომ, მიღებული შედეგების საფუძველზე, მცირე მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელება.