2016 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ და საქართველოს პენსიონერთა კავშირმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოაწყო, რომელიც პროფკავშირების კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართა.ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს.მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის ხანდაზმულებს, მიესალმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია ლოლაძე და საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარე, ბატონი ანდერკინ კოპლატაძე.მოხუცებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე საზეიმო კონცერტით მიულოცეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა; ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰერულა“; ბავშვთა მუსიკალურმა ანსამბლმა ,,ჭინჭრაქა“; ხანდაზმულთა კვარტეტმა და სხვა გამომსვლელებმა.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა სტუმრებს წარუდგინეს პირველი დახმარების სწავლების საჩვენებელი ღონისძიება, მისი პოპულარიზაციისა და ცოდნის გავრცელების მიზნით, რამაც ხანდაზმულთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.