11-12 მაის ჩაატარდა წითელი ჯვრის „ weekend”-ი, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა გორის ფილიალის ლიდერი მოხალისეებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ორგანიზებით. წითელი ჯვრის „ weekend”-ის მიზანი იუო მოხალისეთა ცოდნის გაღრმავება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, გამოცდილების გაზიარებისა და ორგანიზების უნარების ჩამოყალიბების გზით. აქტივობა დაგეგმილი იყო თავად მოხალისეების მიერ. მათ ერთობლივად შეარჩიეს თემატიკა და შეადგინეს დღის წესრიგი, რის შესაბამისადაც მოხდა აქტივობების განხორციელება. წითელი ჯვრის „weekend”-ი მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ ნაწილს, მონაწილეებმა ჩაუტარდათ სესიები გენდერის, კომუნიკაციისა დებატებისათვის საჭირო უნარჩვევბის შესახებ. ასევე გამართეს დისკუსიები ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებთანდაკავშირებით, როგორიცაა მეგობრობა, ოჯახი თანატოლების გაგება, სიყვარული და სხვ. წითელი ჯვრის „weekend”-მა ხელი შეუწყო მოხალისეთა ლიდერული უნარჩვევბის გამყარებას და მათ ინდივიდუალურ განვითარებას. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგშიც დაიგეგმოს და განხორციელდეს მსგავსი აქტივობები. აღნიშნული აქტოვობა ჩატარდა პროექტის „ახალგარზდობის ძალა“ ფარგლებში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა შვიდ ჩასახლებასა და ქალაქ გორში, დანიის წითელი ჯვრისა და ერიკ ტუნეს ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და წითელი ჯვრის მოხალისეების ჩართვას აქტიურ სამოქალაქო საქმიანობებში ინოვაციური მიდგომების გამოყენებითა და სოციალური პასუხისმგებლობის ამღლებით.