საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი და კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა მამულაძე თურქეთის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ რუსთავში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრა გამართეს ქ. რუსთავის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან და ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორტან შოთა რეხვიაშვილთან. შეხვედრის მიზანი იყო ქ. რუსთავში კატასტროფების მართვის ცენტრის მოწყობა, რომელიც მოიცავს როგორც საწყობს ასევე ტრენინგ ცენტრს. მხარეები სამომავლო საქმიანობებზე შეთანხმდნენ.