საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 26 მაისს, რუსთაველის გამძირზე საზეიმოდ აღნიშნა ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დღე. 26 მაისი, როგორ ყოველთვის, გვესაუბრება ხელოვნებაზე, ისტორიაზე, საქართველოს წარსულსა და აწმყოზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. წელს ღონისძიების მთავარი თემა იყო ცოდნა, რომელსაც მივყავართ თავისუფლემაბდე. რუსთაველის გამძირზე მოსულ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობდონენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობებს, ნინო ჯორჯაძის წიგნს ( ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი და წითელი ჯვრის პირველი მედდების ემოციურ ისტორიებს, აგრეთვე სტენდზე წარმოდგენილი იყო წითელი ჯვრის საარქივო ფოტო-მასალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას 101 წლიანი ისტორია აქვს საქართველოში და არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია, კერძოდ, ეხმარება უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვით და ორიენტირებულია ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებაზე.