2019 წლის 22 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისემ პავლე ბეჟუაშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა 72-ე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის „Building momentum towards the UN High-level meeting on UHC“ ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებული იყო Save the Children, CSEM, IFRC, UHC2030, UNAIDS, Global Health Council and Action Contre le Faim მიერ და ჩატარდა გაეროს სათაო ოფისში, ქ. ჟენევაში. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობის წარმოჩენა უნივერსალური ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებაში, მათ შორის დაფინანსების და სერვისებზე ხელმისაწდომობის გაზრდაში, მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციით და აქტიური მუშაობით. შეხვედრის დროს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს, განას და ლიბერიის წარმომადგენლებს. ბატონმა პავლე ბეჟუაშვილმა, რომელიც მოხალისეობრივ დონეზე ჩართული იყო ჯანდაცვის საქმიანობებში, თავისი გამოსვლის დროს ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში მოხალისეთა მოძრაობის დადებით მხარეებზე, მიღწევებსა და გამომწევებზე. ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჯანდაცვის პროექტებში აქტიურ მოხალისეობასა და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხაზი გაუსვა მოხალისეთა მნიშვნელობას უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევაში. პრეზენტაციამ სწჯს-ის მუშაობის შესახებ დიდი მოწონება დაიმსახურა შეხვედრის ორგანიზატორებისა და მონაწიელეების მხრიდან. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა ერთგვარ პლათფორმას, რომელმაც საშუალება მისცა სამოქალაქო საზოგადოებას აემაღლებინა ხმა საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად.