2019 წლის 28-29 მაისს ჟენევაში ჩატარდა ეროვნული საზოგადოებების „მზადყოფნა ეფექტური რეაგირებისათვის“ შეხვედრა, სადაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილემ კახა მამულაძემ გააკეთა პრეზენტაცია ეროვნული საზოგადოების მიმდინარე საქმიანობებზე კატასტროფების მართვის სფეროში. პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიღწეულ შედეგებზე „მზადყოფნა ეფექტური რეაგირებისათვის“ პროცესში და მონაწილეების მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის ერთერთი კარგი მაგალითი სხვა ეროვნული საზოგადოებებისათვის.