საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ყვარლის ფილიალმა, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ყვარლის სოციალურ ცენტრში ,მე-2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ღონისძიება. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებთან ერთად გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.