1 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს - “მომავლის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე მოსულ ბავშვებს მიულოცეს დღესასწაული და პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. ასევე დაათვალიერეს ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. სწჯს სამტრედიის ფილიალი ყველა ბავშვს უსურვებს ბედნიერ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს. მომავალი თაობის უფლებების დაცვა თითოეული ადამიანის ყოველდღიური საზრუნავია, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ბავშვთა განვითარებაში ჩვენი უკეთესი მომავლისათვის.