ამა წლის 7-9 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა ევრაზიის რეგიონის ახალგაზრდა ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა კიევში, უკრაინა. რეგიონის სხვადასხვა ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონის მუშაობის გაანალიზება, ახალგაზრდული მოძრაობის განვითარების შესაძლებლობების იდენთიფიცირება ეროვნულ საზოგადოებებში, ასევე შემუშავებული იქნა რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა. ევრაზიის რეგიონი მოიცავს 15 ქვეყანას: ბელორუსიას, სომხეთს, საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანს, თურქმენეთს, ტაჯიკეთს, უკრაინას, რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ლატვიას, ლიტვას, მოლდოვას, უზბეკეთს. ევრაზიის რეგიონალური ქსელი არის საერთაშორისო მოძრფაობის ევროპული ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 54 ქვეყანას.