8-9 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ტრენერმა მოხალისეებმა (შოთა ქარელი, რევაზ ქესანაშვილი და სოსო თედელური) ახალგაზრდული პროექტის კოორდინატორთან, მარიამ ნიკოლაშვილთან ერთად ჩაატარეს ცხოვრების უნარ-ჩვევების ტრენინგი თელავისა და იყალთოს ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტში ჩართული თელავის ფილიალის ახალგაზრდა მოხალისეებისათვის.
ტრენინგის მიზანი იყო ცხოვრების უნარ-ჩვევების შეძენა, რაც ეხმარებათ მონაწილეებს ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში, ემოციების მართვასა და კომუნიკაციაში მეგობრებთან და სოციუმთან, რომელშიც უწევთ ცხოვრება და ასევე ხანდაზმულებთან ურთიერთობაში.
ტრენინგი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს, რომლის საშუალებითაც მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა და უნარები, რაც საჭიროა კარგი კომუნიკაციის, ფასილატაციისა და ლიდერული უნარ- ჩვევების გამომუშავებისათვის. 
ტრენინგი ჩატარდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით.