2019 წლის 17 ივნისის დონორთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დააჯილდოვეს სერთიფიკატით - ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო, რეგულარული სისხლის დონორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს, მოხალისეს და პარტნიორ სისხლის ბანკებს ამ კეთილ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.