18 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონის კოორდინატორს - ვასილი ესენამანოვს, ჯანმოს საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერს - თამილა ზარდიაშვილს, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს - ოლგა დიუმაევას, ევროპის რეგიონის ჯანდაცვის კოორდინატორის - დავრონ მუხამედიევს და სწჯს-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და თანმშრომლებს შორის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანმოს და წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობის მანდატი, როლი, მიმდინარე საქმიანობები და სამომავლო გეგმები. შეხვედრამ ძალზედ ნაყოფიერად ჩაიარა. მხარები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

18 ივნისს აგრეთვე შედგა შეხვედრა USAID-ს, IFRC-ისა და სწჯს-ის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საქმიანობები და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.