2017 წლის 26 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიწვეულ იქნა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში, წითელი ჯვრის საქმიანობების გაცნობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ „ზაფხულის სკოლის“ მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან.სწჯს-ის წარმომადგენელმა ისაუბრეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ისტორიის და საქმიანობების შესახებ. ასევე გააკეთეს პრეზენტაცია კონკრეტულად სწჯს-ის პრიორიტეტული მიმართულებებისა და აქტივობების შესახებ, რომლის მთავარი თემები იყო ჯანდაცვა, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირველ დახმარება და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.შეხვედრა ინტერაქტიული ხისიათის იყო. სწჯს საქმიანობებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მონაწილეთა მხრიდან. შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი გახდნენ სწჯს-ის მოხალისეები და აქტიურად ჩაერთონ წითელი ჯვრის საქმიანობებში, რათა დაეხმარონ თავიანთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიესალმება მსგავს ღონისძიებებს და მადლობას უხადებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტს“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა ლომოურს მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში სწჯს-ის ჩართვისათვის.