2017 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა პროექტის წერის ტრენინგი მიზნობრივი ფილიალების (საგარეჯო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა) თანამშრომლებისა და მოხალისეებისათვის. აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით.ტრენინგი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს და მისი მიზანი იყო მონაწილეთათვის პროექტის წერის უნარების შესწავლა/განვითარება, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ პროექტის სრულყოფილი განაცხადების წარდგენა.