2017 წლის 12-13 მაისს, ნორვეგიის წითელი ჯვრის STRC ფილიალისა და სწჯს-ის თანამეგობრობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პირველი დახმარების ტრენინგი სწჯს-ის მოხალისეებისთვის მარნეულის ფილიალში.
ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს მიეღოთ ცოდნა და განევითარებიათ პირველი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ტრენინგი ინტერაქტიული ხასიათის იყო და შეფასდა დადებითად, როგორც ტრენერების, ისე მონაწილეების მიერ.