დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათავო ოფისს ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი ესტუმრა. შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ უმასპინძლა.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ძირითად საქმიანობებსა და COVID-19-ზე რეაგირების აქტივობებს გაეცნო. მხარეებმა მიმოიხილეს ავსტრიის წითელ ჯვართან და შინმოვლის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.