დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით ბათუმს ეწვია, რომლის ფარგლებშიც შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს.
მხარეებმა ისაუბრეს Covid-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირებასა და საზოგადოებისთვის გაწეულ დახმარებაზე, ასევე მიმოიხილეს მომავალი წლის საქართველოს წითელი ჯვრის გეგმები და მათ შორის ის სერივისები, რომლებსაც ეროვნული საზოგადოება ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათებს დარიგებას აჭარაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.