საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ერთად დაიწყო კამპანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად.
დღეიდან ქ.ბათუმში “გუდვილში” მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში. საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად შეურთდება გუდვილის სხვა ფილიალებიც.