საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე შეხვდნენ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის წარმომადგენლებს და გადასცეს მათ პერსონალური დამცავი საშუალებები კერძოდ: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები.
პროექტის ფარგლებში გრძელდება 11 სახელმწიფო ინსტიტუციის და სათემო სახლის აღჭურვა პერსონალური დამცავი საშუალებებით.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს და პერსონალურ დამცავ საშუალებებს გადასცემს 60 წელს გადაცილებულ 5500-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში.