საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალი აგრძელებს კამპანიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად.
„კარფურის“და „გუდვილის“ მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.
არსებულ ლოკაციებზე დღის განმავლობაში იმყოფებიან წითელი ჯვრის მოხალისეები, რომელთა თავდაუზოგავი შრომითა და მოქალაქეების მიერ გამოხატული მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ჩვენ სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადავცემთ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს.