ა.წ. 5 აპრილს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმოამდგენლები ქ. თბილისის N150 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ და ჩაატარეს პრეზენტაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის, ფუძემდებლური პრინციპების და სწჯს-ის საქმიანობების შესახებ.შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეების და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას წჯ/წნ მოძრაობის და სწჯს-ის შესახებ, მოხალისეობის პროპაგანდა და დაგეგმილი საქმიანობების ერთობლივად განხორციელებას.აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა პროექტის „ნორვეგიის წითელი ჯვრისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დამეგობრება“, რომელიც მხარდაჭერილია ნორვეგიის წითელი ჯვრის STRK ფილიალის მიერ.