მიმდინარე წლის 21-23 მარტს, დაბა ბაკურიანში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მართავს სამუშაო შეხვედრას მიზნობრივი ფილიალებისათვის (საგარეჯო, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა) პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით.შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის, გამოცდილებისა და კარგი მაგალითების გაზიარებას, ასევე განიხილება ფილიალებში არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ადგილობრივი მოხალისეები და თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან და ერთობლივად მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნიბით თითოეული ფილიალი შეიმუშავებს 2017 წლის სამოქმედო გეგმას რის მიხედვითაც განახორციელებენ პროექტის საქმიანობებს.