2017 წ. თებერვალსა და მარტში, ქ. თბილისსა და ზუგდიდში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტრენერებმა ჩაატარეს პირველი დახმარების კომერციული ტრენინგები ქართულ და ინგლისურ ენებზე ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის,ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა პირველი დახმარების უნარების განვითარება და გაუმჯობესება, რათა კურსის შემდეგ მათ შეძლონ პირველი დახმარების აღმოჩენა დაზარალებულებისთვის დროულად, უსაფრთხოდ და ეფექტურად, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ან დაზარალებულის გადაყვანამდე სამედიცინო დაწესებულებაში.
ტრენინგი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ თეორიული ცოდნა და გაეუმჯობესებინათ პირველი დახმარების აღმოჩენის პრაქტიკული უნარები.
თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების შეფასების საფუძველზე, ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სერტიფიკატები, აღიარებული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გლობალური საგანმანათლებლო ცენტრის მიერ.თრენინგის დასასრულს, აღნიშნული სასწავლო კურსი დადებითად და წარმატებულად შეფასდა ორგანიზაციის თანამშრომლებისა და ტრენერების მიერ.