საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) თანამშრომლები ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიტუაციისა და საჭიროებების შეფასებას აწარმოებენ. სწჯს-ს თანამშრომლები აგრეთვე წარმოდგენილნი არიან საველე ოპერაციების ცენტრში, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში. სწჯს-ის გაწრვთნილი და აღჭურვილი თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები მობილიზებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ რეაგირების საქმიანობებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმაში არსებული სწჯს-ის როლის შესაბამისად. პარალელურად სწჯს აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორ ორგანიზაციებთან სხვა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადებებთან (ირანი, თურქეთი), რათა მოხდეს მათი რესურსების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება.