#StopCovid19

საქართველოს წითელი ჯვრის ბათუმის ფილიალი აგრძელებს კამპანიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებულ...

სრულად ნახვა

Report impact study of COVID-19

Regional_Report_Impact_study_of_COVID-19_on_older_people_and_caregivers_in_South_Caugasus.pdf Country_Report_Impact_study_of_COVI...

სრულად ნახვა

#StopCovid19

საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებს კამპანიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და Covid-19 დადასტურებული სოციალურად დ...

სრულად ნახვა

#StopCovid19

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-...

სრულად ნახვა

#StopCovid19

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-...

სრულად ნახვა

#StopCovid19

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად...

სრულად ნახვა

#StopCovid19

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ერთად დაიწყო კამპანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხა...

სრულად ნახვა

#StopCovid19

ამ წლის პირველ ოქტომბერს მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქალაქ ბათუმის მოსახლეობას. დაიტბორა სახლები, სამეურნე...

სრულად ნახვა

#StopCovid19

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით ბათუმს ეწვია, რომლის ფარგლებშიც შეხვდა აჭარი...

სრულად ნახვა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია

COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგი. საქართველოს წითელი ჯვარი, როგორც ყოველთვის, ახლაც უკე...

სრულად ნახვა

2017 წლის 17 მარტს, 11:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და უნგრეთის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის 13-14 ივნისის თბილისის წყალდიდობით დაზარალებული ადამიანების დახმარებას საკვები და არასაკვები ამანათებით, ასევე ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას სწჯს-ის ფსიქოსოციალური ცენტრის საშუალებით.ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ქალბატონმა ნათია ლოლაძემ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ბატონმა პიტერ სიიარტომ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ცერემონიის დაწყებამდე გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც მათ განიხილეს უნგრეთის წითელი ჯვართან თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2015 წლის 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო შექმნილ საგანგებო სიტუაციაში პირველივე საათებიდან ჩაერთო რეაგირების პროცესში და იგი დღემდე აგრძელებს დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას სახვადასხვა დონორი ორგანიზაციისა თუ პარტნიორის თანადგომით. დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის მოეწყო ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრი, სადაც პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რაც მათ ეხმარება სტრესთან გამკლავებისათვის საჭირო სპეციალური უნარების განვითარებასა და სტრესის შემსუბუქებაში.აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომლები, მოხალისეები და წყალდიდობით დაზარალებული ოჯახები.