ა.წ. 23 თებერვალს, ქ. ლაგოდეხში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩატარდა პირველი დახმარების საბაზისო ტრენინგი #1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება პირველი დახმარების კუთხით, რათა მათ შეძლონ საჭიროების შემთხვევაში საბაზისო პირველი სახმარების აღმოჩენა დაზარალებულთათვის.