მიმდინარე წლის 21-24 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ პროექტის „რეგიონული პროგრამა უსაფრთხო ადგილობრივი თემების ჩამოყალიბება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, ჩაატარა საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის ტრეინინგები პროექტის სამიზნე ფილიალების (ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური, ონი) სკოლის მასწავლებლებისათვის.ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებელთა გადამზადებას საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შედგენაში, რომლებიც თავის მხრივ იმუშავებენ მოსწავლეებთან რათა მოხდეს სამიზნე სკოლების მოსწავლეების ოჯახებში საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შემუშავება. 
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც საოჯახო გეგმის განხილვას, ასევე ფსიქოსოციალური და პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილს.