ა.წ. 14-17 თებერვალს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონების (ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა) სკოლის მასწავლებლებისათვის.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებელთა გადამზადებას საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შედგენაში, რომლებიც თავის მხრივ იმუშავებენ მოსწავლეებთან რათა მოხდეს სამიზნე სკოლების მოსწავლეების ოჯახებში საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შემუშავება.სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც საოჯახო გეგმის განხილვას და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარების წესებს, ასევე ფსიქოსოციალური და პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილს.