საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იწყებს ახალი პროგრამის „ინციდენტის მართვის სისტემის“ დანერგვას, რომლის მიზანია სწჯს-ის თემის მოხალისეთა გუნდების მიერ განხორციელებული რეაგირების ინციდენტების შეგროვება და საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა. პროგრამის საპილოტე ვერსია ჩაეშვება ორ სამიზნე მუნიციპალიტეტში - ტყიბულსა და ამბროლაურში.საქართველოში იმყოფება მოწვეული ექსპერტი ისლანდიის წითელი ჯვრიდან ბ-ნ გუდბრანდურ არნარსონი, რომელიც ოთხდღიან ტრენინგს გამართავს სწჯს-ის სათაო ოფისსა და სამიზნე ფილიალების თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის.