მიმდინარე წლის 13-17 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა ჩაატარა სიმულაციური ვარჯიშები თემის მოხალისეებისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, ტყიბულში, საჩხერესა და ჭიათურაში. აღნიშნული სწავლება ჩატარდა პროგრამის “უსაფრთხო ადგილობრივი თემების ჩამოყალიბება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა თემის წვრთნას კატასტროფებისადმი მზადყოფნაში და როლების გადანაწილებას სტიქიის დროს , ასევე არსებული სიძლიერეებისა და გამოწვევების შეფასებას მოხალისეთა რეაგირების გაუმჯობესების მიზნით