ა.წ. 9-10 თებერვალს, ქ. საგარეჯოში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა და ავსტრიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ჩაატარა საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის ტრენინგი, სამი სამიზნე თემის მასწავლებლებისათვის (საგარეჯო, მანავი, გიორგიწმინდა).ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებელთა გადამზადებას საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შედგენაში, რომლებიც თავის მხრივ იმუშავებენ მოსწავლეებთან რათა მოხდეს სამიზნე სკოლების მოსწავლეების ოჯახებში საგანგებო სიტუაციების საოჯახო გეგმის შემუშავება.სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც საოჯახო გეგმის განხილვას და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარების წესებს, ასევე ფსიქოსოციალური და პირველი დახმარების ბაზისურ ნაწილს.