საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს), როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია საგანგებო სიტუაციების დროს, მუდმივად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და აქტიურად არის ჩართული საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნაზე ორიენტირებულ საქმიანობებში.
ა.წ. 6-10 თებერვალს, სწჯს-ის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის წამომადგენლები მონაწილეობდნენ კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათშორისი სწავლებაში „კოლხიდა 2017“ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ გეგმის შესაბამისად.2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის #415 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც შეიცვალა 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიენიჭა როლი, რომლის თანახმად იგი ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწჯს არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ეროვნული გეგმის შესაბამისად ევალება დაეხმაროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამძებრო-სამაშველო საქმიანობების განხორციელებისას; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველი დახმარების აღმოჩენისა და საველე ჰოსპიტალების მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობების ორგანიზებაში; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო საკვებითა და წყლით მომარაგებაში. ზემოაღნიშნულ სწავლებაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება სწჯს-ს კვალიფიცირებული თანამშრომლების/მოხალისეების მეშვეობით უფრო ეფექტურად მოახდინოს რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს.