2016 წლის დეკემბერში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შვეიცარიის წითელმა ჯვარმა უსასყიდლოდ გადასცა 291 უსაფრთხოების ჩაფხუტი, 60 უსაფრთხოების ქამარი და 27 საკაცე, რომელიც მოწოდებულ იქნა შვეიცარიის სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზაციის მიერ.
აღნიშნულს აღჭურვილობას გამოიყენებენ როგორც დიპეკოს, ასევე ავსტრიის განვითარების კოოპერაცის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართული თემის მოხალისეები ქ. თბილისსა და სხვა სამიზნე რეგიონებში (რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, იმერეთისა და კახეთის რეგიონში), რათა მათ უკეთ შეძლონ დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის შვეიცარიის წითელ ჯვარს შემოწირულობისთვის და ავსტრიის ლოჯისტიკურ კომპანიას Gebrüder Weiss-ს რეგიონულ ოფისს თბილისში აღნიშნული ნივთების ტრანსპორტირებისთვის!