2016 წლის 21-23 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები მიზნობრივ ფილიალებში - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი და საგარეჯო. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა პროექტის “ უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მიერ.
შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობების გაცნობა, ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის და ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა მომდევნო წლისთვის.შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.